ვალის N4 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტები განხორციელდა
11-02-2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N4 საჯარო სკოლაში საგანის - „მე და საზოგადოება“ სწავლების ფარგლებში საკლასო პროექტები განხორციელდა. 

საგნის მასწავლებელი ნინო აზირაშვილი გახლავთ. 

მოსწავლეები პროექტებში ინტერესითა და ხალისით ჩაერვთნენ.

მე-3 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია თემაზე - „ვიცავთ ჰიგიენის წესებს“. მათ ჩამოაყალიბეს საკუთარი მოსაზრებები პირადი ჰიგიენის მნიშვნელობაზე, ჰიგიენის დაცვის წესებზე და იმაზე, რომ ეს წესები ბავშვობიდანვე უნდა ისწავლოს ადამიანმა.

მე-4 კლასში კი თემაზე -„უსაფრთხო ინტერნეტი“ ჩატარდა გამოკითხვა სკოლის მოსწავლეთა შორის, თუ რაში იყენებენ ინტერნეტს; შემდეგ გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, სადაც ისაუბრეს ინტერნეტის უსაფრთხოდ მოხმარების წესებზე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203