
„დიდი დავით მეფისადმი მიძღვნილი დისტანციური გაკვეთილი მე-6 კლასში, საგანში - „ჩვენი საქართველო“ დიდი ხნით ადრე დაიგეგმა.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ მომზადებული მრავალფეროვანი აქტივობები: პრეზენტაცია, ნახატები, ამონარიდები დავით მეფეზე სხვადასხვა წიგნებიდან, წაიკითხეს ლექსები, როგორც მოსწავლეებმა ისე მასწავლებელმაც, მოისმინეს საინტერესო ამბები დიდი მეფის ცხოვრებიდან.
დავითობისადმი მიძღვნილი ეს ლამაზი შეხვედრა იყო მრავალფეროვანი ინფორმაციით დატვირთული და დიდი წინაპრისადმი სიამაყის გრძნობით სავსე.
მადლობა მოსწავლეებს, რომლებმაც დამატებითი შეხვედრა სიხარულით დაგეგმეს მასწავლებელთან ერთად და დიდი მოტივაციით იმუშავეს“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები