ამაღლების საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა წივწივაძე მოსწავლეებში კულტურისა და ხელოვნების სფეროსადმი ინტერესის გაღვივებისთვის დაჯილდოვდა
11-02-2021

სიკო დოლიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეები Georgian Junior Academy-ს (საქართველოს ახალგაზრდული აკადემია) გამოფენაში მონაწილეობენ. 

მოსწავლეები, პედაგოგ ნანა წივწივაძის ხელმღვანელობით, გამოფენაში აქტიურად ჩაერთვნენ. მათ მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს.  

საქართველოს ახალგაზრდული აკადემიამ პედაგოგი ნანა წივწივაძე მოსწავლეებში კულტურისა და ხელოვნების სფეროსადმი ინტერესის გაღვივებისთვის მადლობის სიგელი გადასცა. 

„ძალიან დიდი ჩართულობა და გამოხმაურება მოჰყვა, მასწავლებლების მხრიდან ჩვენ მიერ შეთავაზებულ აქტივობებს, რაც ძალიან დასაფასებელია, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე. Georgian Junior Academy მადლობას უხდის ქალბატონ ნანა წივწივაძეს, რომლის არაერთი მოსწავლე იღებს მონაწილეობას ჩვენს გვერდზე არსებულ გამოფენებში. გადავწყვიტეთ, ყველა აქტიურ პედაგოგს ასეთი ფორმით გადავუხადოთ მადლობა. ჩოხატაურის რაიონის, ამაღლების საჯარო სკოლის, ხელოვნების პედაგოგი ნანა წივწივაძე მოსწავლეებთან ერთად“,- ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდული აკადემიის მადლობის წერილში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203