„ტახტზე ფიქრია იოლი, დავითობაა ძნელი“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს კლასის საათი მიუძღვნეს
11-02-2021

„ტახტზე ფიქრია იოლი, დავითობაა ძნელი“- ასე დაასათაურეს ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის XI კლასში ჩატარებული კლასის საათი მოსწავლეებმა ანა ბენიძემ და მარიამ კვერნაძემ.

მათ კლასს უჩვენეს PP-ში მომზადებული საინტერესო პრეზენტაცია და ისტორიული ფაქტები ამ დიდ მეფესთან დაკავშირებით. მოსწავლეები ჩაერთვნენ კლასის საათში. მათ ჰქონდათ სიამაყის შეგრძნება ჩვენი ქვეყნის მაშინდელი სიძლიერის გამო, გამოთქვეს იმედი, სურვილი კვალავაც გამთლიანებული და გაძლიერებული იყოს ჩვენი საქართველო.

კლასის ხელმძღვანელი თამილა ჭოლაძე გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203