„ეს ქვეყანა შენია“ - იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის მოსწავლემ, დავით ქათამაძემ საინტერესო პრეზენტაცია მოამზადა
11-02-2021

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ, დავით ქათამაძემ პროექტის - „ეს ქვეყანა შენია“ ფარგლებში პრეზენტაცია მოამზადა. 

მოსწავლე პრეზენტაციაში იმერეთის მშვენების - ცხრაჯვარის შესახებ გვიყვება. 

„ცხრაჯვარი წმინდა გიორგის სახელობის სალოცავია, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრზე, ნაქერალას უღელტეხილთან, ტყიბულის თავზე აზიდულ მთაზე მდებარეობს. ყოველი წლის მაისის ბოლო შაბათს ცხრაჯვარობას აღნიშნავენ იმერეთში, განსაკუთრებით ტყიბულის მუნიციპალიტეტსა და მის სოფლებში. ასევე ცხრაჯვარის სალოცავთან ახლოს უნიკალური მღვიმეა აღმოჩენილი“,- გვიყვება მოსწავლე პრეზენტაციაში. 

მოსწავლის კლასის დამირგებელი ბელა ხეცურიანი გახლავთ. 

მოსწავლის პრეზენტაცია საინტერესო და ინფორმაციულია. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203