ახოს N1 საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ვიქტორინა მიუძღვნეს
10-02-2021

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით და VI კლასის მოსწავლეთა დაინტერესებით ჩატარდა ვიქტორინა, რომელიც მიეძღვნა წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს.

ვიქტორინა საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეები თამაშში ინტერესით ჩაერთვნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

მონაწილე მოსწავლეებს „თიმსში“ გადაეგზავნათ სერტიფიკატები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203