„დედამიწა ჩემი სახლია“ - სამების საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი პროექტი მიმდინარეობს
10-02-2021

წალკის მუნიციპალიტეტის, სამების საჯარო სკოლაში მიმდინარეობს გარემოსდაცვითი პროექტი - ,,დედამიწა ჩემი სახლია".

პროექტში სამების საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები, რომლებმაც არაერთი პრეზენტაცია წარმოადგინეს გარემოს დაცვასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ თითოეული პრეზენტაცია, რომელიც მოსწავლეებმა გულმოდგინებით შექმნეს, საინტერესო და ინფორმაციული გახლდათ, მოსწავლეებს კი მიეცათ მოტივაცია, მეტად იზრუნონ გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203