„ძლევავ საკვირველო, დავით“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში დიდგორობას კვირეული მიუძღვნეს
10-02-2021

დიდგორობის 900 წლისთავის აღსანიშნად, წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში, 1-დან 8 თებერვლამდე ჩატარდა კვრეულიძლევავ საკვირველო, დავით“.

მოსწავლეებმა არაერთი სასკოლო აქტივობა განახორციელეს, დავით აღმაშენებლის შესახებ ვიდეო-რგოლები მოამზადეს, შექმნეს ნახატები და წარმოადგინეს პრეზენტაციები.

„1 თებერვლიდან 8 თებერვლამდე, ჩვენს სკოლაში ჩატარდა დავით აღმაშენებლის კვირეული „ძლევავ საკვირველო, დავით“.

კვირეულში დიდი აქტიურობით ჩაერთნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები, ყველა საფეხურზე; ბავშვებმა მოამზადეს ვიდეო-რგოლები დიდ მეფეზე, დახატეს ნახატები, წარმოადგინეს პრეზენტაციები დავით აღმაშენებლის შესახებ, წაიკითხეს ლექსები და სხვადასხვა ლიტერატურიდან ნაწყვეტები, დიდი წმინდანის შესახებ. აღნიშნული აქტივობები მოსწავლეებში ზრდის ცოდნას საკუთარი ისტორიისა და დიდი მამულიშვილების შესახებ“, - აღნიშნულია წყალტუბოს ნ საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203