თელავის N5 საჯარო სკოლაში დავითობა ღონისძიებით აღნიშნეს
10-02-2021

2021 წლის 8 თებერვალს, დიდგორის ბრძოლიდან 900 წელი შესრულდა და ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 8 თებერვალს, თელავის N5 საჯარო სკოლაში ჩატარდა დავით აღმაშენებლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთრი ნახატები, წაიკითხეს ჩანახატები და ესეები, მოაწყვეს პრეზენტაცია და ასე მიაგეს პატივი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ დღეს.

„წელს  არის დიდგორის ბრძოლის საიუბილეო წელი, ამ ღირსშესანიშნავი თარიღიდან 900 წელი სრულდება. მე-9 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნახატები, წაიკითხეს ჩანახატები და ესეები. გააკეთეს პრეზენტაცია. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა შეაფასეს დავით აღმაშენებლის ღვაწლი და დამსახურება სამშობლოს წინაშე“, - ნათქვამია თელავის N5 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203