სენაკის N1 სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს ოქროს დიპლომები მოიპოვეს
10-02-2021
სენაკის N1 სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

ამჯერადაც, სკოლის ოთხმა მოსწავლემ - ბარბარე ხვიჩიამ, ლუკა გოროზიამ, ნიკა მაჭავარიანმა და მარიამ სახოკიამ იანვრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და ოქროს დიპლომები დაიმსახურეს.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203