მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს მეორე სიცოცხლე შესძინეს
10-02-2021

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა, ბუნებისმეტყველების მასწავლებლის, ლია კეჟერაშვილის ხელმძღვანელობით, საყოფაცხოვრებო ნარჩენებს მეორე სიცოცხლე შესძინეს.

მოსწავლეებმა, უსარგებლო მასალებისგან მართლაც საინტერესო და ფერადი ნივთები შექმნეს. ამავე კლასის მოსწავლე ნანიკო ჯავახიშვილმა კი ეს ნამუშევრები კოლაჟის ფორმით შემოგვთავაზა. მადლობას ვუხდით აქტიურობისთვის მე-6 კლასის მოსწავლეებს და მათ მასწავლებელს, ასევე, კლასის დამრიგებელ მზია მათიაშვილს ინფორმაციის მოწოდებისთვის.

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203