განათლების სამინისტრომ სკოლებს დოკუმენტი გადაუგზავნა - ცნობილია ახალი წესები საკლასო და ონლაინ სწავლებისთვის
10-02-2021

განათლების სამინისტრომ სკოლებს დასწრებითი და დისტანციური სასწავლო პროცესის წარსამართად რეკომენდაციები გაუგზავნა, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი, რა ვალდებულებები აქვთ სკოლებს, მშობლებს და მასწავლებლებს.

პირველი დოკუმენტი დასწრებით სასწავლო პროცესს ეხება, რომელშიც აღნიშნულია, რომ სკოლა ვალდებულია სასკოლო საზოგადოების (სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებული სკოლის პერსონალი, მოსწავლეები, მშობლები) თითოეული წევრი ფლობდეს ამომწურავ ინფორმაციას თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს სკოლა Covid-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ.

ამასთან, სკოლაში მიმდინარე პროცესების მართვასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი ან სკოლის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი.

დასწრებით სწავლებასთან დაკავშირებული დეტალური რეკომენდაციები

რაც შეეხება, ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით გაგზავნილ რეკომენდაციებს, საუბარია, რა პროცედურები უნდა გაიაროს სკოლამ ონლაინ სწავლების ორგანიზებისთვის, როგორ უნდა აირჩიონ მშობლებმა დისტანციური სწავლება, ან როგორ დაუბრუნდნენ დასწრებით სწავლებას მოსწავლეები და როგორ მოხდება დისტანციური გაკვეთილების პროცესში ჩართული მასწავლებლების ანაზღაურება და რა ვალდებულებები უნდა დაიცვან სკოლებმა.

დეტალური რეკომენდაციები ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203