
თენგიზ ფუტკარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტომაშეთის საჯარო სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა.
სკოლაში სასწავლო პროცესი რეკომენდაციების დაცვით, მიმდინარეობს. სკოლაში მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიზნით, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ყველა რეგულაცია დაცულია.
„სკოლა და მისი ადმინისტრაცია მკაცრად იცავს კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დაწესებულ რეგულაციებს და ასრულებს საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებს და რეკომენდაციებს, რადგან უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობდეს სასწავლო პროცესი“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.