
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრაქტიკული სამუშაო - მონასტრის ღელის სიჩქარის განსაზღვრა შეასრულეს.
მოსწავლეებმა, მათემატიკის გაკვეთილის ფარგლებში, მონასტრის ღელის სიჩქარე გამოთვალეს
„მეხუთეკლასელებმა ფერადი ქაღალდებისგან ნავები დაამზადეს და 10-მეტრიანი მონაკვეთი გაზომეს. შექმნეს შესაბამისი დაკვირვებების ცხრილი და თანმიმდევრულად ჩაატარეს მათ მიერ დაგეგმილი ცდები. შემდეგ სკოლაში გადაინაცვლეს, სადაც წარმატებით შეაჯამეს და გამოთვალეს მონასტრის ღელის მიახლობითი სიჩქარე“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები