
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს N1 საჯარო სკოლაში წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ მიუძღვნეს.
ინტელექტუალურ შეჯიბრს ორგანიზება მოსწავლეთა თვითმმართველობამ გაუწია.
„თამაში, კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით დაწესებული ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით, ცალკეულ საკლასო ოთახებში, ჩატარდა. მე-10 და მე-11 კლასეების მოსწავლეთა გუნდებმა სათანადო ცოდნა გამოავლინეს და შესაბამისი სერტიფიკატებიც (გადაეგზავნათ ინტერნეტით) დაიმსახურეს. წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მათგანს!“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები