მარელისის საჯარო სკოლაში დავითობა საინტერესო აქტივობით აღნიშნეს 
09-02-2021

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის საჯარო სკოლაში სლოგანით - „მესიის მახვილი“ წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღნიშნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ისტორიის პედაგოგის, ინგა ვეფხვაძის ორგანიზებით მომზადებული აქტივობა მოსწავლეებმა საუკეთესოდ წარმოადგინეს.

„დიდი მოწონება დაიმსახურა მათ მიერ შექმნილმა პოსტერმა. ასეთი საინტერესო და თემატური აქტივობები მრავალფეროვანს და შემოქმედებითს ხდის სასკოლო ცხოვრებას. მადლობა ყველა მონაწილეს. წარმატებები მოსწავლეებს და პედაგოგს ინგა ვეფხვაძეს“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203