გლოლის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე ონლაინ შეხვედრით აღნიშნეს
09-02-2021

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ​ გლოლის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „შოვმა“ წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე ონლაინ შეხვედრით აღნიშნა.

ეკოკლუბის წევრებმა შეხვედრაზე მიიწვიეს რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის წევრები, მასწავლებლები, სკოლის დანარჩენი მოსწავლეები.

„შეხვედრის ყველა მონაწილემ წაიკითხა მისი საყვარელი ნაწარმოები, ლექსი, ჩანახატი და გამონათქვამები. შეხვედრა ძალიან სასიამოვნოდ წარიმართა, მსგავსი აქტივობები საშუალებას გვაძლევს არაფორმალურ გარემოში ხელი შეეწყოს მოსწავლეთა ერთმანეთთან დაახლოებას და წიგნის პოპულარიზაციას“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203