„ვსწავლობთ თამაშით ხალისიანად“ - მარტყოფის N1 სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ზღაპრის გმირები „გააცოცხლეს“
09-02-2021

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ზღაპრის გმირები „გააცოცხლეს“.

პატარა მსახიობებმა საკუთარი ხელით დაამზადეს იმ პერსონაჟების ნიღბები, რომელთა როლში ყოფნაც მოისურვეს. ზღაპრები, კი, კლასის დამრიგებლისა და მასწავლებლის - ლია მჭედლიშვილის დახმარებით აირჩიეს:

  • კურდღელი და მონადირე;
  • ასერთი დარმატინელი;
  • სამი გოჭის ზღაპარი;
  • ვატიგანი;
  • გულითადი მეგობრები;
  • სამი დათვი;
  • ხუთი ციკანი;
  • ოქროს ქათამი;
  • მელია და დათვი;
  • თაგვი და ლომი;
  • ჩიტი ჩიორა;

„ვსწავლობთ თამაშებით ხალისიანად“-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები სრულად

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203