შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამსწორებელთა კონკურსს აცხადებს - გაეცანით დეტალებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინგლისური ენის ტესტის გამსწორებელთა კონკურსს აცხადებს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მასწავლებლად (სკოლის ან უმაღლესი სასწავლებლის) მუშაობის მინიმუმ 3 წლის გამოცდილება, ასევე ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2/C1) ან საერთაშორისო პროექტებში/გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილება. კონკურსს გამოეთიშება ის პირი, რომელსაც არ ექნება მინიმუმ ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრის ხარისხი ან მასთან გათანაბრებული დიპლომი.
კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდება. მეორე ეტაპზე გადასულები გაივლიან წერით გამოცდას.
მსურველებმა CV უნდა გაგზავნონ 18 თებერვლის 18:00 საათამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: naec@naec.ge