მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო ხდება, სკოლებს ინსტრუქცია დაურიგდებათ - განათლების მინისტრის განმარტება
09-02-2021

სკოლებში მეხუთე კლასიდან ზემოთ მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. აღნიშნულის შესახებ  განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ განაცხადა.

„ყველა სკოლაში დაწყებული მეხუთე კლასიდან ზემოთ აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება. დეტალური ინსტრუქცია დაურიგდება სკოლას და ყველა სკოლა მოახდენს კომუნიკაციას მშობელთან. ეს დაიწყება ხვალიდან. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდეს.

ამჯერად მშობლებმა უნდა გამოატანონ მოსწავლეებს პირბადეები. დეტალური რეკომენდაცია შემუშავდება“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

იხილეთ ასევე:15 თებერვლიდან თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლები იხსნება, 8 თებერვლიდან აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი

დისტანციური სწავლების არჩევა თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლების მოსწავლეებსაც შეეძლებათ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203