სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად 300 000 ლარი გამოიყო - კრიტერიუმებს საკრებულო ასახელებს
09-02-2021

თბილისის საკრებულო სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, ასევე მათ, ვინც მაგისტრატურაზე სწავლობს და დედაქალაქშია რეგისტრირებული სწავლას დაუფინანსებს. საკითხი დღეს სხდომაზე ოფიციალურად უნდა დამტკიცდეს. ამისთვის თბილისის ბიუჯეტში მილიონ 300 000 ლარია გამოყოფილი.

საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, დაფინანსების მოსაპოვებლად სოციალურ ქულასთან ერთად სტუდენტებს მაღალი მოსწრება და ქულებიც უნდა ჰქონდეთ.

„ცვლილებები შევიდა სოციალური სტუდენტების დაფინანსების წესში. 70 000 ქულიდან გაიზარდა 150 000 ქულამდე და თუ ისინი წარმატებით ისწავლიან შესაბამის სემესტრებში მიიღებენ შესაბამის დაფინანსებას. ასევე მაგისტრატურის საფეხურზე თბილისში რეგისტრირებული სტუდენტები, რომლებსაც ექნებათ მაღალი აკადემიური მოსწრება, ამის საფუძველზე მათ დაუფინანსდებათ ასევე სწავლის გადასახადი“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203