
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ციხისძირის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი დაბადების დღეს ულოცავს სკოლის ხელმძღვანელს, რამინ ხინიკაძეს, რომელიც წარმატებული გუნდისა და სკოლის წარმატებული ხელმძღვანელი გახლავთ:
„ციხისძირის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი დაბადების დღეს ვულოცავთ ღირსეულ და პატრიოტ პიროვნებას, სკოლის დირექტორს, ბატონ რამინ ხინიკაძეს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია სოფლის ახალგაზრდობის განათლების მესაჭე გახლავთ.
ბატონი რამინ ხინიკაძის მზრუნველობითა და მისი პროფესიონალიზმის წყალობით, სოფლის სკოლა, თავისი მოსწავლეებითა და მასწავლებლებით, წარმატებული და სახელგანთქმულია რეგიონში; ციხისძირის საჯარო სკოლა ყოველთვის ამბობს საჭირო სიტყვას დღევანდელი განათლების სისტემის განვითარების საქმეში.
გვინდა, ბატონ რამინს ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, პროფესიული წარმატება უხვად ჰქონდეს ცხოვრებაში და თავისი მოღვაწეობის პერიოდში, საგანმანათლებლო მისია ღირსეულად და წარმატებულად შეესრულებინოს სოფლისა თუ ქვეყნის მომავლის საიმედოდ“.