
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
მეოთხე კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს საბავშვო მოთხრობები, მეცხრეკლასელებმა კი ნაწყვეტი საყვარელი ნაწარმოებებიდან.
„მისი ყოვლადუსამღველოესის მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსის და ხარაგაულის წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა გიმნაზიაში.
მეოთხე კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი ანა ჭანჯვეტაძე) წაიკითხეს საბავშვო მოთხრობები. მეეცხრე კლასელებმა (ხელმძღვანელი ნინი ხარაძე) წაიკითხეს ნაწყვეტი თავიანთი საყვარელი ნაწარმოებებიდან. ღონისძიებას ესწრებოდა წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე (ცერცვაძე). რომელმაც უპასუხა მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს და მადლობა გადაუხადა საინტერესო შეხვედრისათვის“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები