მარტუნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს
08-02-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მარტუნის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას მომზადებული შეხვდა.

სკოლაში მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიზნით, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ყველა რეგულაცია დაცულია. 

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით სკოლა უზრუნველყოფილია თერმოკსრინინგის აპარატით, სადეზინფექციო საშუალებებით, დეზობარიერებითა და პირბადეებით. მოსწავლეები და მასწავლებლები (კოვიდ-ტესტირების შემდეგ) დიდი შემართებით და მოტივაციით მივიდნენ სკოლაში. იცავენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. სკოლის დირექცია ჯანმრთელობასა და წარმატებას უსურვებს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203