ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლე თინა თურმანიძე სწავლას იტალიაში, საერთაშორისო ამერიკულ უნივერსიტეტში გააგრძელებს 
08-02-2021

ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე თინა თურმანიძე 2021 წელს ჩაირიცხა იტალიაში, რომის საერთაშორისო ამერიკულ უნივერსიტეტში (AUR).

სკოლის წარმომადგენლის თქმით, თინამ წარმატებით გაიარა სამეტაპიანი პროცესი-აპლიკაცია, რომელიც შედგებოდა ესეების, რეკომენდაციისა და მრავალფეროვანი და მდიდარი CV-გან. მეორე ეტაპზე მას ჰქონდა ინტერვიუ უნივერსიტეტის წარმომადგენელთან, ბოლოს, კი მოსწავლემ ინგლისური ენის გამოცდა ჩააბარა.

იანვარში თინა თურმანიძემ მიიღო დადებითი პასუხი და გახდა 2021 წლის ნაკადის სტუდენტი.

სკოლა მოსწავლეს წინსვლასა და წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203