წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დიდგორობის 900 წლისთავს კვირეული მიუძღვნეს
08-02-2021

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დიდგორობის 900 წლისთავს კვირეული მიუძღვნეს. 

კვირეულის ფარგლებში მრავალფეროვანი აქტივობები დაიგეგმა. მათ, შორის მოსწავლეებმა ყველა ქართველისთვის საამაყო თარიღს სპეციალური სტენდი მიუძღვნეს. 

„5 თებერვალს, განახლებული სწავლის კვირის ბოლო  დამთავრდა. მთელი კვირა მოსწავლეები პანდემიასთან დაკავშირებულ განცდებს გადმოგვცემდნენ ნახატებითა და თხზულებების  საშუალებით... 3  თებერვლიდან კი დიდგორობიდან 900 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული  დაიწყო, რომელიც მრავალმხრივი აქტივობებით დაიგეგმა სკოლაში...  ამჯერად, სპეციალური სტენდი მივუძღვენით თითოეული ქართველისათვის საამაყო თარიღს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203