ასპინძის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეები იაკობ გოგებაშვილის მოთხრობებს დამრიგებელ დალი მექოშვილთან ერთად გაეცნენ. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა იმსჯელეს იმ ფენომენზე, თუ რატომ უყვარს ყველა ბავშვს იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებები.
მოსწავლეებმა ღონისძიებაზე დახატეს პერსონაჟები, აკინძეს ხელნაკეთი წიგნი და მოაწყვეს გამოფენა სასკოლო ბიბლიოთეკაში, მოისმინეს იაკობის ანდერძის აუდიო ჩანაწერი, გაინაწილეს როლები და მოაწყეს „მკითხველთა თეატრი“.
სკოლის წარმომადგენლების განცხადებით, მოსწავლეებისთვის მსგავსი ტიპის კვირეულების მოწყობა ძალიან სასარგებლოა:
"მოსწავლეებისთვის მსგავსი ტიპის კვირეულების მოწყობა ძალიან სასარგებლოა, რადგან მათ საშუალება ეძლევათ სხვადასხვა მწერლების და პოეტების შემოქმედებას უკეთ გაეცნონ."
იხილეთ ფოტოები