„ისწავლე რათა ამოიცნო“​- ჭვინთის საჯარო სკოლაში სოციალური პროექტის ფარგლებში საინტერესო შეხვედრა გაიმართა
08-02-2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლაში სოციალური პროექტის -„მედიაწიგნიერება“ ფარგლებში მოსწავლეებთან პირველი შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრის თემა იყო - „ისწავლე რათა ამოიცნო“. 

შეხვედრას ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მანანა ჩინჩალაძე ხელმძღვანელობდა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა მოსწავლეების ინფორმირებას ყალბი და უტყუარი ინფორმაციის გამოსავლენად. 

შეხვედრის წამყვანებმა: ანა გოგოლაურმა და მარიამ ივანიძემ დამსწრე აუდიტორიას გააცნეს ზოგადი ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით და წარმოადგინეს სახალისო აქტივობები.

შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ბატონი გიორგი გაგნიძე და პედაგოგები, ასევე სკოლის სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეები.

შეხვედრისას დაცული იყო სახელმწიფოს მიერ დადგენილი ყველა რეგულაცია.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203