
სიკო დოლიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლის ეკოკლუბის ორგანიზებით აქცია - „ბრძოლა უხილავ მტერთან“ ჩატარდა.
ეკოკლუბის წევრებმა სოფლის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდეს კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით დაწესებული რეგულაციების დაცვისგან და მათ პირბადეები და ბუკლეტები დაურიგეს.
„ეკოკლუბის წევრებმა სოფლის თემში დავარიგეთ პირბადეები, ბუკლეტები და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ კოვიდ-19 მიერ გამოწვეული რეგულაციების დაცვაზე. ჩატარებული აქცია დავაკავშირეთ მდგრადი განვითარების მესამე მიზანთან, რაც მოიცავს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. სოფელ ამაღლების საჯარო სკოლის ეკოკლუბის სახელით, გისურვებთ ჯანმრთელობას“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები