ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა, გარემოსდაცვითი კონკურსის ფარგლებში, დასუფთავების აქცია ჩაატარეს
08-02-2021

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ფესვების“ წევრებმა გარემოსდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2021“- ის ფარგლებში დასუფთავების აქცია ჩაატარეს.

მოსწავლეებმა კულტურის სახლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

„კლუბის წევრებმა ასევე იზრუნეს ცოცხალ ბუნებაზე და აქ დარჩენილ ფრინველებზე“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203