გლოლის საჯარო სკოლის​ ეკოკლუბი „შოვი“ გარემოსდაცვით პროექტში მონაწილეობს 
08-02-2021

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საჯარო სკოლის​ ეკოკლუბი „შოვი“ პროექტში - „მწვანე აქტივობების მხარდაჭერა ონის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის ინფრასტუქტურის გზით“ მონაწილეობს. 

პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში Slovak Aid-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. 

„პროექტის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა ნარჩენების გადამუშავებაში და გარემოს დაცვითი ღონისძიებების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ზუსტად ამ ამოცანის ფარგლებში ჩვენმა ეკოლუბელებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აქტივობებში:

მონაწილეობდნენ სპორტულ აქტივობებში - პლოგინგში, რომელიც სირბილთან ერთად დაბინძურებული გარემოს დასუფთავებას გულისხმობს.

გაიარეს ტრენინგი თემაზე - „ნარჩენები და მათი მართვა".

ჩაერთვნენ პრაქტიკულ გაკვეთილებში- თუ როგორ გამოვიყენოთ მეორადი ნივთები, მეორადი ნივთებისაგან დაამზადეს ლამპრები და შობის ღამეს გაანათეს სკოლის ფანჯრები. კავშირი გააბეს სლოვაკ თანატოლებთან წერილების მეშვეობით“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203