თბილისის N107 საჯარო სკოლა „ახალი სკოლის მოდელში“ ჩაერთო
08-02-2021

თბილისის N107 საჯარო სკოლა მე-2 სემესტრიდან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამაში - „ახალი სკოლის მოდელი“ ჩაერთო. 

„სკოლისთვის ეს არის ახალი გამოწვევა და სწავლა-სწავლების პროცესის საინტერესოდ წარმართვა. სკოლა ულოცავს მთელ კოლექტივს ამ სასიამოვნო სიახლეს“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

„ახალი სკოლის მოდელი“ ზოგადი განათლების რეფორმის ნაწილია და მისი მიზანია სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203