მანდატურის სამსახური ვაკანსიას აცხადებს - ანაზღაურება 1 200 ლარია, განაცხადის წარდგენა კი 17 თებერვლის ჩათვლით შეგიძლიათ
08-02-2021
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) სოციალური მუშაკის შესარჩევ კონკურსს აცხადებს.

უწყების განცხადებით, სამუშაოს ანაზღაურება 1200 ლარით განისაზღვრა. კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება 2021 წლის 8 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით შეეძლებათ.

თბილისისა და მცხეთა მთიანეთის ცენტრი
• ქ. თბილისი - 20 ვაკანსია;
• მცხეთის მუნიციპალიტეტი - 2 ვაკანსია

კახეთის ცენტრი
• თელავის მუნიციპალიტეტი - 2 ვაკანსია;
• გურჯაანის მუნიციპალიტეტი - 2 ვაკანსია

შიდა ქართლის ცენტრი
• გორის მუნიციპალიტეტი - 1 ვაკანსია

ქვემო ქართლის ცენტრი
• ქ. რუსთავი - 1 ვაკანსია;
• გარდაბნის მუნიციპალიტეტი - 2 ვაკანსია;
• მარნეულის მუნიციპალიტეტი - 2 ვაკანსია

სამცხე-ჯავახეთის ცენტრი
• ახალციხის მუნიციპალიტეტი - 2 ვაკანსია;
• ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი - 2 ვაკანსია

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრი
• ქ. ქუთაისი - 2 ვაკანსია;
• ამბროლაურის მუნიციპალიტეტები - 1 ვაკანსია

სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ცენტრი
• ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - 2 ვაკანსია;
• ქ. ფოთი - 1 ვაკანსია

აჭარისა და გურიის ცენტრი
• ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - 2 ვაკანსია;
• ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი -1 ვაკანსია;
• ქ. ბათუმი - 2 ვაკანსია;
• ქობულეთის მუნიციპალიტეტი - 1 ვაკანსია;
• ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი - 2 ვაკანსია.

კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები იხილეთ ბმულზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203