მეოთხე კლასის ზემოთ მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება აუცილებელია - ამირან გამყრელიძის რეკომენდაცია სკოლებს
06-02-2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლებში მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის პირბადის ტარების რეკომენდაცია უნდა იყოს, ხოლო მეხუთე კლასიდან სავალდებულო.

მისი თქმით, უნდა გამკაცრდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარებაზე კონტროლი.

„პირბადის გარეშე არავინ უნდა დაუშვან არც ავტობუსში, არც მიკროავტობუსში და არც მეტროში. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დისტანცია დავიცვათ. ავტობუსები თუ მეტროს ვაგონები გადაჭედილი არ უნდა იყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში დღეს შიდა კონსულტაციები გვქონდა და ჩემი რეკომენდაციაა, რომ მოსწავლეებისთვის მეხუთე კლასიდან ანუ მეოთხე კლასის შემდეგ უნდა იყოს აუცილებელი პირბადის ხმარება. ხოლო მეხუთე კლასამდე -  რეკომენდირებული და მშობელს ეს უნდა აუხსნა“, – განაცხადა პირველ არხთან საუბრისას ამირან გამყრელიძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203