„დიდ სტიმულს გვაძლევთ“- თხილნარის N1 სკოლის მოსწავლემ, მირიან ცეცხლაძემ izrune.ge -ს ოქროს დიპლომი მოიპოვა
05-02-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლის მეექვსე კლასის საამაყო მოსწავლემ - მირიან ცეცხლაძემ მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური პორტალის -izrune.ge -ს ოქროს დიპლომი მოიპოვა. 

„ოქროს დიპლომი ავიღეთ და მაშინვე ლაივისთვის დავიწყეთ მომზადება. გვახარებთ და დიდ სტიმულს გვაძლევთ!“,- ამბობს მირიანი.

გუშინ, 4 თებერვალს izrune.ge-ზე „სიბრძნის ხუთშაბათის“ დღე იყო.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203