თბილისის N12 სკოლის დირექტორმა „ახალი სკოლის მოდელის“ 2020 წლის შემაჯამებელ ფორუმზე პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა
05-02-2021

23-24 იანვარს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმის პროექტის -„ახალი სკოლის მოდელი“ 2020 წლის შემაჯამებელი ფორუმი გაიმართა.

თბილისის N12 საჯარო სკოლამ მონაწილეობა მიიღო მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ფარგლებში გამართულ შემაჯამებელ ფორუმში - მიმართულებით „ადამიანის უფლებები“.

სკოლის დირექტორმა მედეია გურგენაძემ ისაუბრა პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე.

„სკოლა მადლობას უხდის „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის განხორციელებაში ჩართულ ექსპერტს ქალბატონ ქეთევან ნატროშვილს და თითოეულ კოორდინატორს - საგნობრივი მიმართულებებით, გაწეული შრომისთვის და თანადგომისთვის, ვთვლით რომ წარმატებით ინერგება ახალი პროექტები და ასევე მზადყოფნას გამოვხატავთ ნებისმიერი ახალი გამოწვევის მიმართ!“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203