კერძო სკოლა მერმისის მოსწავლეებმა ჟურნალი ''ატომი'' გამოსცეს
06-11-2017
კერძო სკოლა მერმისის მე-11 და მე-5 კლასის მოსწავლეები ინტეგრირებულ პროექტ „წიგნიერების პროპაგანდაში" მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა ერთობლივად ჟურნალი „ატომი" გამოსცეს.
ჟურნალი „ატომი’’ მიზნად ისახავს შემეცნებითი კუთხით მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას.
სკოლის წარმოადგენლების თქმით, ჟურნალის პრეზენტაციამ საინტერესოდ ჩაიარა: ''ჟურნალის პრეზენტაციამ საინტერესოდ ჩაიარა. პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა თვალი გადაავლეს მერმისულ ისტორიას და საფუძვლიანად გაეცნენ მას.'' იხილეთ ფოტოები