მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემაზე - „ქართული მითოლოგია“ საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს
05-02-2021
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მე-4ა კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე თემაზე - „ქართული მითოლოგია“ იმუშავეს.
მოსწავლეებმა შეაჯამეს შესწავლილი საკითხი და მოამზადეს პრეზენტაციები.
„რატომ ქართული მითები? იმიტომ, რომ გავიგოთ თუ რა წარმოდგენები ჰქონდათ ძველად ჩვენს წინაპრებს, სამყაროზე, ჰოდა დღეს მართლაც ბევრი რამ გავიგეთ ჩვენი წინაპრების შესახებ“,- აღნიშნავს კლასის დამრიგებელი და მასწავლებელი ნინო წიკლაური.