ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელმა, ილია ზედგინიძემ izrune.ge-ს ტესტი წარმატებით გაიარა
05-02-2021

ბეჯითმა და სწავლის მოყვარულმა ილია ზედგინიძემ საყვარელი ოჯახი და სკოლა ახალი წარმატებით გაახარა! ნიჭიერი და სასახელო ილია - ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეა.

„მოგესალმებით ჯერ ცოტა ხანია, რაც თქვენს დიდ ოჯახს შემოვუერთდით და შესანიშნავი შედეგები გვაქვს. ეს ილია ზედგინიძეა 7 წლის, პირველი კლასის მოსწავლე. ძალიან ბედნიერია თქვენი წახალისებით და დიდი ინტერესით ელოდება თითოეულ ტესტს. დიდი სტიმული ხართ მისთვის. მადლობა და წარმატებები თქვენ“,- გვწერს ილიას მშობელი.

გუშინ, 4 თებერვალს izrune.ge-ზე „სიბრძნის ხუთშაბათის“ დღე იყო.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203