ქუთაისის N36 სკოლის პირველკლასელმა, მარიამ ძინძიბაძემ izrune.ge-ს ტესტი ბრწყინვალედ გაიარა
05-02-2021

ეს მომღიმარი, თავისი შედეგით გახარებული, წარმატებული გოგონა - მარიამ ძინძიბაძეა. მარიამი ქუთაისის N36 სკოლის პირველი კლასის მოსწავლეა. პირველკლასელმა მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალის izrune.ge-ს ტესტი ბრწყინვალედ გაიარა.

მისი სკოლის დირექტორი - ლელა გრძელიშვილი გახლავთ, კლასის დამრიგებელი კი- ნათია ნადარეიშვილი.

„პირველად შევასრულე izrune.ge-ს ტესტი და მაქსიმალური ქულა დავაგროვე. მიხარია ძალიან. ვასახელე ჩემი სკოლა, ნათია მასწავლებელი და ჩემი დედიკო. თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს. მე ცეკვის სტუდიაში დავდივარ. მინდა ჩემმა ცეკვის მეგობრებმა და მასწავლებლებმა გაიგონ ჩემს შესახებ, რომ კარგი გოგო ვარ! ნეტავ ნახონ დღეიდან თქვენს ყველა ტესტს შევასრულებ, რომ ცოდნა ავიმაღლო. წარმატებული და სახელოვანი შვილი მინდა ვყავდე ჩემს მშობლებს“,-ამბობს მარიამი.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203