ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ანამარი დვალმა izrune.ge-ს ოქროს დიპლომი მოიპოვა
05-02-2021

გაიცანით, მოტივაციით აღსავსე, ნიჭიერი გოგონა- ანამარი დვალი, პირველი კლასის ყოჩაღი მოსწავლე, რომელიც ბედნიერია, რომ izrune.ge -ს ოქროს დიპლომი მოიპოვა! ანამარიმ ქუთაისის N37 საჯარო სკოლა ასახელა! 

ანამარის უყვარს ხატვა, კითხვა და მათემატიკა. კითხვაზე სწორ პასუხს რომ სცემს, დიდ სიხარულს გამოხატავს.
ჯერ სკოლაში ყველა ასო ნასწავლი არ აქვთ, მაგრამ ჩემმა გოგომ ყველა ასო იცის და კითხულობს. ლექსებს თავისით კითხულობს და სწავლობს“,- აღნიშნავს ანამარის მშობელი.

4 თებერვალს izrune.ge-ზე „სიბრძნის ხუთშაბათის“ დღე იყო.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203