
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლაში მხატვრული კითხვის საათი გაიმართა. მოსწავლეებმა სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“ წაიკითხეს.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლამ 4 თებერვალი აღნიშნა როგორც სიბრძნის დღე და VI-VII კლასში ჩაატარა მხატვრული კითხვის საათი. მოსწავლეებმა წაიკითხეს სულხან-საბა ორბელიანის ,,სიბრძნე სიცრუისა" და ყურადღება გაამახვილეს შეგონებებზე. კლასის საათმა საინტერესო სახე მიიღო და მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს შემდგომშიც გააგრძელონ მსგავსი ღონისძიებები“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო