რაქვთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, ყველა რეკომენდაციისა და წესის დაცვით, განახლდა
05-02-2021

თამარ ბარათაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთის საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, რეგულაციების დაცვით, განაახლა. 

სკოლის ადმინისტრაცია ზრუნავს მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჯანმრთელობაზე, შესაბამისად, სკოლაში კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეგულაცია დაცულია.

„თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ თ.ბარათაშვილის სახ.რაქვთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, განათლების სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციისა და წესის დაცვით განახლდა, სიხარულით დაუბრუნდა სკოლას ყველა მოსწავლე და პედაგოგი, განსაკუთრებული სიხარული ჰქონდათ პირველი კლასის მოსწავლეებს.

გილოცავთ ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელს, გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203