აფხაზეთის N22 საჯარო სკოლას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი სტუმრობდა
04-02-2021

აფხაზეთის N22 საჯარო სკოლას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ქალბატონი ეკა ხოფერია სტუმრობდა.

„ჩვენს სკოლაში სწავლა მიმდინარეობს საკლასო ოთახებში. ქალბატონმა ეკამ ბავშვებს გაულამაზა ერთი სასწავლო დღე, სათითაოდ მოეფერა ყველა მოსწავლეს და „ბიბლუსის" მიერ შერჩეული წიგნები გადასცა. სკოლას საჩუქრად მოუტანა საკითხავი ლიტერატურა“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

ეკა ხოფერია სკოლის საჭიროებებს გაეცნო და აღნიშნა, რომ სამინისტრო უახლოეს მომავალში სპორტული დარბაზის აუცილებელი ინვენტარით აღჭურვაზე იზრუნებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203