„შევაყვაროთ პირველკლასელებს წიგნი“ - ოზურგეთის N3 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს
04-02-2021
ოზურგეთის N3 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
„შევაყვაროთ პირველკლასელებს წიგნი“ - ამ მოწოდებით მასწავლებელი და მოწვეული სტუმრები პირველკლასელებს წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და სახალისო აქტივობები შესთავაზეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღემ პირველკლასელებთან, ნინო მასწავლებელთან და სტუმრებთან ერთად სახალისოდ ჩაიარა.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ღონისძიება წიგნის კითხვის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს