
„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ - ამ ლოზუნგით ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა, სკოლის ბიბლიოთეკარის- თამარ გვალიას ხელმძღვანელობით, საყვარელი ნაწარმოებებიდან ამონარიდები ხმამაღლა წაიკითხეს.
„საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ინიციატივით, 3 თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოში მეექვსედ აღინიშნა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე (World Read Aloud Day) კომპანია LitWorld-ის ინიციატივით 2010 წლიდან აღინიშნება.
ღონისძიება ყოველწლიურად ასობით ქვეყანაში ტარდება და 30 მლნ-ზე მეტი კითხვის მოყვარული ესწრება.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ანაბასისელებიც გამოეხმაურნენ, მათ სკოლის ბიბლიოთეკარის თამარ გვალიას ხელმძღვანელობით ხმამაღლა წაიკითხეს თავიანთი საყვარელი ნაწარმოებებიდან ამონარიდები“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები