
3 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის ღონისძიება გაიმართა.
წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე მე-7 წელია რაც აღინიშნება, მას კი საქართველოს საჯარო და კერძო დაწესებულებები აქტიურად უერთდებიან.
სკოლაში ჩატარებული ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეთათვის წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და წიგნიერების დონის ამაღლებას.
„მოსწავლეთათვის ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო წიგნის კითხვის კულტურასთან დაკავშირებული საკითხები, მისი მნიშვნელობა და აქტუალობა თანამედროვე, 21-ე საუკუნეში.
ღონისძიებაზე პედაგოგმა და მოსწავლეებმა წაიკითხეს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები, მათ შორის დიდი დაინტერესება გამოიწვია ნაწარმოებმა „ხაზარულამ“, რაზედაც გაიმართა დისკუსია-მსჯელობა. მათ ასევე მიმოიხილეს საბავშვო ლიტერატურის ეროვნული და საზღვარგარეთის ქვეყნების შედევრები.
შეხვედრის ბოლოს მოსწავლეები ესტუმრნენ სკოლის ბიბლიოთეკას და პედაგოგთან ერთად შეარჩიეს მათთვის საინტერესო და ასაკობრივად თემატური მხატვრული ლიტერატურა“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები