სამების საჯარო სკოლის IX კლასში მათემატიკასა და ხელოვნებაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
04-02-2021

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის IX კლასში მათემატიკასა და ხელოვნებაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. 

მასწავლებლები: ლია სვიმონიშვილი, ლამზირა გულბანი.

გაკვეთილის თემა იყო: გეომეტრიული გარდაქმნები, სიმეტრია, პროპორცია (მათემატიკა), ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები; არქიტექტურული სტილი (ხელოვნება).

გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა: 

მოსწავლეებს შეედარებინათ ერთმანეთისთვის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები;

ემსჯელათ არქიტექტურული სტილის მსგავსება-განსხვავებაზე; აღმოეჩინათ სიმეტრია, დაემტკიცებინათ პროპორციის არსებობა ხელოვნებაში. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა გაართვეს თავი მიცემულ დავალებებს, შეძლეს ორი საგნის დაკავშირება, ცოდნის ტრანსფერი. გაკვეთილის შეჯამებისას მოსწავლეებმა კრიტერიუმების მიხედვით შეაფასეს საკუთარი ნამუშევრები. გამოკვეთეს ხარვეზები და დაძლევის გზები. 

მასწავლებლებმა სასწავლო პროცესი საინტერესო და სახალისო აქტივობებით და სასწავლო რესურსით გაამრავალფეროვნეს. მოსწავლეები სასწავლო პროცესში ინტერესით ჩაებნენ, იაქტიურეს და ცოდნა წარმოაჩინეს.

გაკვეთილს ესწრებოდა ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203