არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეებმა ქიმიის გაკვეთილზე საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარეს
04-02-2021

წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მე-8 კლასის მოსწავლეებმა ქიმიის გაკვეთილზე, მასწავლებლის, ნინო ბენიძის ინიციატივითა და დახმარებით, პრეზენტაცია (პრაქტიკული აქტივობა) მოაწყვეს.

პრეზენტაციის თემა იყო -„ნარევების დაყოფის ხერხები“.

„ნარევში შემავალ კომპონენტებს შენარჩუნებული აქვს ინდივიდუალური თვისებები, ამიტომ ნარევებიდან ინდივიდუალური სახით კომპონენტების გამოყოფა შესაძლებელია მათი ფიზიკური თვისებების საფუძველზე.

აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებს ეხმარება არსებული ცოდნის უკეთ გააზრებაში, ჩამოყალიბებასა და აღქმაში“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203