ქვემო მახოს საჯარო სკოლის მოსწავლეები აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ
06-11-2017
ქვემო მახოს საჯარო სკოლის V-VI კლასების მოსწავლეები მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად სხვიტორში, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა სპეციალურად ამ დღისთვის შეისწავლეს ნაწყვეტი აკაკი წერეთლის “ჩემი თავგადასავალიდან“.
ექსკურსიის მიზანი იყო, მოსწავლეებს უფრო მეტი გაეგოთ ქართველი მგოსნის შესახებ, გაცნობოდნენ სახლ-მუზეუმს და აკაკის ძიძისეულ კარმიდამოს სოფელ სავანეში.
სკოლის წარმომადგენლების თქმით, ექსკურსიის შემდეგ მოსწავლეებს აკაკი წერეთლის ბიოგრაფიის შესწავლის მეტი ინტერესი გაუჩნდათ. მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, სამომავლოდ ენახათ ქართული მხატვრული ფილმი „აკაკის აკვანი“.